четверг, 22 марта 2012 г.

"დათუნია დრუნჩა"თოჯინების თეატრი

1.პროექტის სახელწოდება: “დათუნია დრუნჩა.“(თოჯინების თეატრი)
2.პროექტის მთავარი იდეა:  შემოქმედებით პროცესში აქტიური მონაწილეობა ხელოვნების დარგებში.პროფესიების ურთიერთ დაკავშირება.
3.პროექტის აქტუალობა:  მოსწავლემ შეძლოს თეატრის ჟანრის გარჩევა და მეტი ინფორმაციის გაგება.
4.პროექტის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მუსიკალური ნაწარმოების აღქმა და გარჩევა.ხელოვნების დარგების განზოგადება,შეძლონ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი  გამოყენება .
5.მოსწავლეთა ასაკი:     8   წელი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა:    ერთი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ –ჩვევები. ისწავლიან აზრის გამოთქმას, აზრის გაცვლას, თვითკრიტიკას, მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას,მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ისტ–ის გამოყენების უნარ– ჩვევები.ეს აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში შემოქმედებითი ნიჭის, გემოვნების,ყურადღების, ფანტაზიისა და კულტურის გაღვივება–განვითარებას.
8.პროექტისთვის  საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო,მოსწავლის რვეული, ფოტოაპარატი,აუდიო მაგნიტოფონი,  კომპიუტერი, ინტერნეტი, მაკრატელი, წებო ,ფორმატის ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები ემზადებიან პროექტის განსახორციელებლად,ამზადებენ თოჯინებს, რთავენ სცენას, ითავისებენ კომპოზიტორის, პოეტისა და შემსრულებლის თვისებებს. დავასურათებთ მათ მიერ შესრულებულ სცენარს.კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით უჩვენებთ თოჯინების თეატრს და შეადარებენ  მათ მიერ შესრულებულ თემას.
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:განუვითარებს მოსწავლეებს მოსმენის,ანალიტიკური აზროვნების,მუსიკის აღქმის უნარს.მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ ცხოვრებაში.
11.მასწავლებელი:  მარიკა მალანია.
12.საგანი : მუსიკა.
13.მისამართი:marikamalania20@gmail.com
14. პროექტის ვებ–გვერდიბლოგი:blogger/marikamalania20.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий